ბრძანებები

ბრძანებები
[i]GeoGebra [/i]გრაფიკულ ხელსაწყოებთან ერთადგთავაზობთ ალგებრული გამოსახულებების და ბრძანებების შეტანის საშუალებას. თითოეული ხელსაწყოს ოპერაციას გააჩნია შესაბამისი ბრძანება. აქედან გამომდინარე, მათი გამოყენება შესაძლებელია მაუსის გარეშეც.[br][br][b]შენიშვნა:[/b] [i]GeoGebra-[/i]ს გააჩნია უფრო მეტი ბრძანება, ვიდრე გრაფიკული ხელსაწყო. აქედან გამომდინარე, არსებობს ისეთი ბრძანებები, რომლებსაც არ გააჩნიათ შესაბამისი გრაფიკული ნსტრუმენტი![br][br]ბრძანებების შეტანა შესაძლებელია [i]შეტანის ველში.[/i] ბრძანებას მოყვება ფრჩხილები, რომელთა შორისაც უნდა ჩაიწეროს ამ ბრძანებისთვის საჭირო პარამეტრები.[br][br][b]მაგალითად:[/b] ბრძანება [math]მრავალკუთხედი\left(A,B,C\right)[/math] გამოიყენება იმ მრავალკუთხედის ასაგებად, რომლის წვეროებია უკვე აგებული [i]A[/i], [i]B[/i], და [i]C[/i] წერტილები.[br][br][b]მინიშნება: [/b]თუ გსურთ რომელიმე ბრძანების შესახებ დამატებითი და სრული იფორმაციის მიღება, ამ ბმულზე შეგიძლიათ ნახოთ [url=https://wiki.geogebra.org/en/Category:Commands]ბრძანებების სრული[/url] სია და ასევე [url=https://wiki.geogebra.org/en/CAS_Specific_Commands]კომპიუტერული ალგებრის სისტემის (CAS) ბრძანებები[/url].[br][br][b]შენიშვნა:[/b] ბევრი ბრძანების შეტანა შესაძლებელია ქართულად, თუმცა ყველა მათგანი არ არის ნათარგმნი. ქართულად შეტანისას, ბრძანებებს გააჩნია ინტუიციურად ადვილად მისახვედრი დასახელებები.[br]
ბრძანებების ავტომატური შევსება
შეტანის ზოლში ბრძანების პირველი სამი ასოს აკრეფის შემდეგ, [i]GeoGebra [/i]ცდილობს დაასრულოს ბრძანების დასახელება და იმავდროულად გიჩვენებთ საჭირო პარამეტრებს ფრჩხილებში.[br][br][list][*]თუ [i]GeoGebra[/i]-მ შემოგთავაზათ სასურველი ბრძანება, დააჭირეთ [i]Enter [/i]ღილაკს, რის შემდეგაც რომ კურსორი განთავსდება ფრჩხილებში..[br][/*][*]თუ შემოთავაზებული ბრძანება არ არის ის, რომლის აკრეფაც გსურთ, უბრალოდ გააგრძელეთ აკრეფა სანამ შემოთავაზებული ბრძანება არ დაემთხვევა სასურველს.[/*][/list][br][b]შენიშვნა:[/b] სასურველი ბრძანების არჩევის შემდეგ, მისი პირველი პარამეტრი ავტომატურად იქნება მონიშნული და იგი მარტივად შეიძლება შეიცვალოს საჭირო მნიშვნელობით. შემდეგი პარამეტრის მოსანიშნად და მისი მნიშვნელობის შესატანად, აკრიფეთ მძიმე ან დააჭირეთ [i]TAB [/i]ღილაკს.
სავარჯიშოები
გრაფიკულ არეში შექმენით სამი წერტილი A, B და C. ამის შემდეგ:[br][b][br]შეისწავლეთ ბრძანებები [i]Line (წრფე)[/i][/b][br][list=1][*]შეტანის ველში შეიტანეთ ბრძანება [math]Line\left(A,B\right)[/math] (ან ქართულად: [math]წრფე\left(A,B\right)[/math]) და დააჭირეთ [i]Enter [/i]ღილაკს, რის შემდეგაც [i]A[/i] და [i]B [/i]წერტილებზე გაივლება წრფე[i] f[/i].[/*][*]გაარკვიეთ თუ როგორ შეიძლება ახალი წრფის გავლება, რომელიც [i]f [/i]წრფის პარალელურია და გადის [i]C[/i] წერტილზე.[/*][/list][br][b]შეისწავლეთ ბრძანებები [i]Circle (წრეწირი)[/i][/b][br][list=1][*]ააგეთ წრეწირი, რომლის ცენტრია [i]A, [/i]ხოლო რადიუსი 2-ის ტოლია.[/*][*]ააგეთ წრეწირი, რომლის ცენტრია [i]B[/i] და რომელიც გადის [i]C [/i]წერტილზე.[/*][*]ააგეთ წრეწირი, რომელიც გადის [i]A[/i], [i]B[/i], და [i]C [/i]წერტილებზე.[/*][/list]
სცადეთ დამოუკიდებლად ...

Information: ბრძანებები