ხელსაწყოები

რა არის ხელსაწყოები?
თითოეულ [i]ხედს [/i]აქვს საკუთარი [i]ხელსაწყოების პანელი[/i], რომელიც აერთიანებს იმ ხელსაწყოებს, რომლებიც ყველაზე მეტად შეესაბამება ამ ხედს. ცალკეული [i]ხელსაწყოს [/i]გააქტიურება შეგიძლიათ მის შესაბამის ღილაკზე დაჭერით, რომელიც ხელსაწყოების პანელზეა განთვსებული. ხელსაწყოს ღილაკზე გამოსახულია ამ ხელსაწყოს გრაფიკული ნიშანი.
რა არის ხელსაწყოების პანელი?
გრაფიკული ხელსაწყოები განთავსებულია [i]GeoGebra-ს გრაფიკული ხედის [/i]ხელსაწყოების პანელზე:[br][br][img]https://wiki.geogebra.org/uploads/thumb/e/eb/Toolbar-Graphics.png/344px-Toolbar-Graphics.png[/img][br][br]იგი მოიცავს სხვადასხვა გრაფიკულ ხელსაწყოებს (ინსტრუმენტებს), რომლებიც, თავის მხრივ, დაჯგუფებულია ხელსაწყოების ყუთებში. ამ ყუთებზე წვდომა შესაძლებელია საჩვენებელი მოწყობილობით (მაგ., მაუსით).
რა არის ხელსაწყოების ყუთი?
[i]GeoGebra-ს ხელსაწყოები [/i]დაჯგუფებულია ხელსაწყოების ყუთებად, რომლებშიც ჩალაგებულია მსგავის ხელსაწყოები - ხელსაწყოები, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია მსგავსი ობიექტების შექმნა. ხელსაწყოების ყუთის გახსნა შესაძლებელია შესაბამის ღილაკზე დაჭერით, რომელიც მოთავსებულია ხელსაწყოების პანელზე. ღილაკზე დაჭერის შემდეგ ჩამოიშლება ყუთში მოთავსებული ხელსაწყოების სია, რომლიდანაც შეგიძლიათ აირჩიოთ სასურველი ხელსაწყო.
ხელსაწყოების პანელი და ხელსაწყოების ყუთები
ხელსაწყოს მოკლე ინსტრუქცია
როდესაც რომელიმე ხელსაწყოს აირჩევთ, ეკრანის ქვედა ნაწილში გამოჩნდება მოკლე ინსტრუქცია (მითითება, კარნახი), რომელიც განმარტავს თუ როგორ შეიძლება ამ ხელსაწყოს გამოყენება.[br][b]მითითება:[/b] მოკლე მითითების არჩევის შემდეგ გაიხსნება ვებ გვერდი რომელშიც წარმოდგენილია უფრო დეტალური ინსტრუქცია არჩეული ხელსაწყოს გამოყენების შესახებ.
სავარჯიშო
აირჩიეთ და შეისწავლეთ ხელსაწყო [icon]https://www.geogebra.org/images/ggb/toolbar/mode_circle2.png[/icon] [i]წრეწირი ცენტრით, რომელიც მოცემულ წერტილზე გადის[/i].
ინსტრუქციები
[list=1][*]გრაფიკული ხედის ხელსაწყოების პანელიდან აირჩიეთ ხელსაწყო [img]https://wiki.geogebra.org/uploads/thumb/f/fb/Mode_circle2.svg/16px-Mode_circle2.svg.png[/img] [i]წრეწირი ცენტრით, რომელიც მოცემულ წერტილზე გადის[/i].[/*][*]წრეწირის ასაგებად დააჭირეთ [img]https://wiki.geogebra.org/uploads/thumb/c/c8/Menu_view_graphics.svg/16px-Menu_view_graphics.svg.png[/img] [i]გრაფიკის ფანჯარას [/i]ორჯერ.[br][b]შენიშვნა:[/b] პრველი დაწერა განსაზღვრავს წრეწირის ცენტრსა, ხოლო მეორე დაჭერა განსაზღვრავს ერთ-ერთ წერტილს, რომელზეც ეს წრეწირი გაივლის.[/*][*]მას შემდეგ რაც წრეწირი აიგება, აირჩიეთ გადაადგილების ხელსაწყო [img]https://wiki.geogebra.org/uploads/thumb/8/83/Mode_move.svg/16px-Mode_move.svg.png[/img], რომლის საშუალებითც შეგიძლიათ გადაადგილოთ ცენტრი და წერტილი, რაც გამოიწვევს წრეწირის ზომების და ადგილმდებარეობის ცვლილებას.[/*][/list]
სცადეთ დამოუკიდებლად ...
სავარჯიშო
მოძებნეთ ხელსაწყო [icon]https://www.geogebra.org/images/ggb/toolbar/mode_segment.png[/icon] [i]მონაკვეთი[/i] [i]ხელსაწყოების ყუთებში[/i].
ინსტრუქციები
[list=1][*]ხელსაწყოების ყუთებს შორის მოძებნეთ ისეთი, რომელშიც არის ხელსაწყო [img]https://wiki.geogebra.org/uploads/thumb/0/0c/Mode_segment.svg/16px-Mode_segment.svg.png[/img] [i]მონაკვეთი[/i].[/*][/list][list=1][*][img]https://wiki.geogebra.org/uploads/thumb/c/c8/Menu_view_graphics.svg/16px-Menu_view_graphics.svg.png[/img] [i]გრაფიკულ ხედზე [/i]დააჭირეთ ორჯერ, რის შედეგადაც შეიქმნება 2 წერტილი და მათი შემაერთებელი მონაკვეთი.[/*][*]აირჩიეთ გადაადგილების ხელსაწყო[img]https://wiki.geogebra.org/uploads/thumb/8/83/Mode_move.svg/16px-Mode_move.svg.png[/img] და გადაადგილეთ აგებული მონაკვეთის ბოლოები. ამის შედეგად შეიცვლება მონაკვეთის სიგრძე და მდებარეობა.[/*][/list]
Try it yourself...
ობიექტების დამალვა / გამოჩენა გრაფიკულ ხედზე
[size=100][img]https://wiki.geogebra.org/uploads/thumb/c/c8/Menu_view_graphics.svg/16px-Menu_view_graphics.svg.png[/img] [i]გრაფიკულ ხედზე [/i]არსებული ობიექტების გამოსაჩენად / დასამალად შეგიძლიათ გამოიყენოთ ხელსაწყო [img]https://wiki.geogebra.org/uploads/thumb/2/25/Mode_showhideobject.svg/16px-Mode_showhideobject.svg.png[/img] [i]აჩვენე / დამალე[/i]: [br][br][/size]მას შემდეგ რაც აირჩევთ ჩვენება / დამალვის ხელსაწყოს, დააჭირეთ ნებისმიერ ობიექტს. ობიექტი დაიმალება მასშემდეგ რაც აირჩევთ რომელიმე სხვა ხელსაწყოს[size=100].[/size]

Information: ხელსაწყოები